მნიშვნელოვანირეგიონი

საბავშვო ბაღის 10 აღსაზრდელი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღიდან 10 ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს.

რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება.

როგორც თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განაცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.

ბაღში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button