საბავშვო ბაღის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია გურგენიანში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამორტიზებული შენობა – ნაგებობის სრულ შეკეთებას არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ახდენს.

როგორც რადიო „ჰერეთს“ არასამთავრობო ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ რუსუდან სიმონიძემ განუცხადა, შენობა რომელიც წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და აღსაზრდელებისთვის საშიშ გარემოს ქმნიდა, რეაბილიტაცია უტარდება. შეკეთდა იატაკი და გარემონტდა გარე ფასადი.

სიმონიძის თქმით, ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის 5 ათასი ევრო გამოიყო. არასამთავრობო სექტორი გურგენიანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასაც გეგმავს, საიდანაც 2 სოფელი: გურგენიანი და ხიზაბავრა მომარაგდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button