საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ კრედიტორები ტერორიზმში დაადანაშაულა
ფინანსთა მინისტრის აზრით, ევროკავშირი და სხვა კრედიტორები საბერძნეთის დამცირებას ცდილობენ.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა, საბერძნეთის მიმართ საერთაშორისო კრედიტორების მოქმედებას, ტერორიზმიც უწოდა.
„რასაც ისინი სჩადიან – საბერძნეთის დატერორების ტოლფასია, – განუცხადა ვარუფაკისმა ესპაეთის გაზეთ El Mundo -ს.
„ბანკების დახურვა რატომ გვაიძულეს? იმიტომ, რომ ხალხს შიში ჩაუნერგონ და როცა საქმე შიშის გავრცელებამდე მიდის, ასეთ ფენომენს ტერორიზმი ჰქვია“, – დააზუსტა ვარუფაკისმა.
შეგახსენებთ: საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი გაიმართება. ამ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ქვეყანას თავის კრედიტორებთან.