მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საბერძნეთის საკონსულოები მოსკოვში, ნოვოროსიისკსა და პეტერბურგში მუშაობას შეაჩერებენ

უკრაინა გერმანიისგან თანხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით მიიღებს

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.

შეზღუდვა 27 ივნისიდან ამოქმედდება.

რუსული ტუროპერატორების მტკიცებით, შეზღუდვა ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული, თუმცა, უცნობია, როდის განახლდება ვიზების გაცემა.

გარდა ამისა, 2022 წლის 27 ივნისიდან საბერძნეთის საკონსულოები მოსკოვში, ნოვოროსიისკსა და პეტერბურგში მუშაობას შეაჩერებენ. ამასთან, დაზუსტებულია, რომ სავიზო ცენტრები გააგრძელებენ ტურისტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და პასპორტების გაცემას.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გერმანიამ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“თანხები, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული იქნება საომარი ვითარების დროს, პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დასაფინანსებლად”, – ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, უკრაინა გერმანიისგან თანხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით მიიღებს.

“იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში თანხებს მივიღებთ. ეს გრანტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ამ რთულ პერიოდში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გერმანიის მთავრობის დახმარებას”, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button