საბერძნეთის სანაპიროსთან 11 მიგრანტი დაიხრჩო [Photo/video]
მიგრანტებით დატვირთული ნავი ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის კუნძულ ფარმაკონისთან ჩაიძირა.
როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები გვაცნობებენ, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 5 არასრულწლოვანი ბავშვი იყო, რომლებმაც დამოუკიდებლად გამოცურვა ვერ შეძლეს. მაშველებმა 1 საათის განმავლობაში წყლიდან 26 ადამიანი ამოიყვანეს.
ამჟამად, კიდევ ათობით მიგრანტს ეძებენ, ინციდენტის რაიონში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მაშველი ვერტმფრენი მორიგეობს. სამძებრო სამუშაოებს სპეციალური საპატრულო გემიც შეუერთდა. მომხდარი ტრაგედიის მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა დაღუპვის სიმბოლოდ 3 წლის სირიელი ბიჭის, აილანის ფოტო გახდა, რომელიც თურქეთის სანაპიროსთან დაიხრჩო. აილანის ოჯახი დასახლებას საბერძეთის ერთ-ერთ კუნძულზე აპირებდა, მაგრამ ნავი გადაბრუნდა და მარტო ბავშვის მამა, აბდულა კურდი გადარჩა.
2015 წლის სექტემბერში სკანდალურად ცნობილმა ჟურნალმა – Charlie Hebdo-მ დამრხჩვალი ბავშვის კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელზეც ბიჭის გვამის გვერდზე იესო ქრისტე დახატა, წარწერა კი იუწყებოდა: “ქრისტიანები წყალზე დადიან. მუსლიმი ბავშვები იხრჩობიან”. მაშინ ამ პუბლიკაციას ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24902″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]