სპორტი

ადმინისტრაციული ჯარიმა და 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მარკუს ტურამს

ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „გლადბახის“ ფორვარდი არასპორტული საქციელის გამო 6 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრის დროს, ფრანგმა შემტევმა მეტოქე გუნდის მცველს, შტეფან პოშს სახეში შეაფურთხა.

ინციდენტი შეხვედრის 68-ე წუთზე მოხდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ტურამს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

23 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა, თუმცა სანქციებს მაინც ვერ გადაურჩა. მას დისკვალიფიკაციის გარდა, 40 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობამ კი ფრანგ შემტევს ერთი თვის ხელფასი დაუქვითა.

შეგახსენებთ, რომ მარკუს ტურამი ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის ვაჟია.

მსგავსი პოსტები

Back to top button