მსოფლიოსიახლეები

საბერძნეთში 10 წლის გაუჩინარებული პიკასოს ნამუშევარი იპოვეს

საბერძნეთში დაკავებულია 49 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელსაც ათენის ეროვნული გალერეიდან 10 წლის წინ გაუჩინარებული ნამუშევრების, პიკასოს „ქალის თავთან“ და ჰოლანდიელი მხატვრის, პიტ მონდრიანის „ქარის წისქვილი”, მოპარვა ედება ბრალად.

ბერძნული გამოცემა Proto Thema-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნახატებს ინახავდა ათენიდან 50 კილომეტრში მდებარე ხევში გაკეთებულ სამალავში.

პაბლო პიკასოს „ქალის თავი“, რომელიც ათენის ეროვნული გალერეიდან 2012 წლის იანვარში მოიპარეს, 16.5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მხატვარმა ნამუშევარი საბერძნეთს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის თავად გადასცა საჩუქრად.

მსგავსი პოსტები

Back to top button