საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლი აანთეს [Video]

საბერძნეთში რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოლიმპიური ცეცხლი აანთეს. ჩირაღდანს ბრაზილიაში 3 მაისს ჩაიტანენ. ოლიმპიური ცეცხლის ანთების რიტუალი ტრადიციულად უძველეს ქალაქ ოლიმპიაში ჩატარდა.

ცერემონიალის დასაწყისში ბერძენმა მსახიობმა კატერინა ლეჰოუმ ძველ საბერძნეთში სინათლისა და ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონისადმი სიმბოლური ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც კი მან სარკის დახმარებით ცეცხლი აანთო.

ოლიმპიური ცეცხლის ექვსი დღის განმავლობაში საბერძნეთს მოივლის. ჩირაღდანს ათენში ლტოლვილთა ბანაკშიც ჩაიატანენ.

ბრაზილიაში კი ოლიმპიურ ცეცხლს ასი დღის განმავლობაში 500 ქალაქში ჩაიტანენ.

ოლიმპიური ცეცხლის ანთების რიტუალი ბერლინის ოლიმპიადაზე 1936 წელს დააწესეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button