მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

„სამხრეთ ოსეთში“ კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” კორონავირუსის კიდევ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ერთი დაინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, მეორე კი, ასევე რუსეთიდან ჩამოსული ქალი, რომელიც იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა.

ამგვარად, 24 მაისის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 30 დაავადებული მკურნალობს, რომელთა შორის სამედიცინო პერსონალიც არის.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ინფორმაციით, დაინფიცირებულთაგან ერთ ადამიანი წინა დღით საავადმყოფოდან გაეწერა. მისივე ინფორმაციით, ორკვირიან კარანტინში ამ დროისთვის, 149 ადამიანი რჩება, რომელთაგან 116 ცხინვალში, 33 კი, ზნაურის რაიონშია. ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში” კორონავირუსთან დაკაშირებული ტესტირება 120-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button