მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საბრძოლო თვითმფრინავები სამხედრო მანქანები-მსოფლიოს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ

სლოვაკეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა დაადასტურა.

პრემიერმინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდიან.

სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა, ვინც კიევს 13 ერთეულ MiG-29 თვითმფრინავებს გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება და უკრაინას თვითმფრინავებს პოლონეთთან ერთად გაუგზავნის.

MiG-29 თვითმფრინავების ფლოტმა სლოვაკეთის შეიარაღებიდან გასულ ზაფხულს მოიხსნა. 11 თვითმფრინავიდან უმეტესობა არაა მუშა მდგომარეობაში, თუმცა სლოვაკეთი უკრაინას იმ თვითმფრინავებს გაუგზავნის რომლებიც გამართულად მუშაობენ დანარჩენი კი ნაწილების სახით გადაეცემათ.

სლოვაკეთი უკრაინას ასევე გადასცემს KUB-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ. „მიგ 29“-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.

NATO-ს წევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები პუტინის ჯარის შეჭრის შემდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ გამოხატავენ.

პოლონეთი იყო პირველი, ვინც განაცხადა, რომ უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთმა ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მიიღო, უკრაინას უახლოეს დღეებში გაუგზავნიან.

პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას გაუგზავნის ოთხ საბჭოთა წარმოების MiG-29 გამანადგურებელს და მომავალშიც გააგრძელებს კიევისთვის აღნიშნული შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს არის უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველი ოფიციალური დადასტურება მას შემდეგ, რაც მსგავსი ტექნიკის მოკავშირეთაგან მიწოდებას რუსეთის ინტერვენციის პირველი დღეებიდანვე ითხოვს უკრაინა.

პოლონური მედიის თანახმად, დუდამ თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან თავისი პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღია მონაცემებით, პოლონეთს 28 ერთეული მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი ჰყავს. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მათგან 16 მუშა მდგომარეობაშია. დანარჩენი შეიძლება მარაგნაწილებად გადაეცეს უკრაინას ან გარემონტდეს.

საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამოიყენება უკრაინის საჰაერო ძალების მიერ. ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის თანახმად კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული მიგ-29. დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული მიგ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

თავდაპირველად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოგვიანებით კი სლოვაკეთის მთავრობამაც განაცხადეს, რომ მზად არიან გადასცენ უკრაინას საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები.

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშობ ტალღებს და ამით დრონებს ორიენტაციის საშუალებას უსპობს.

საექსპორტო ლიცენზიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა.

ისრაელში ყოფნის დროს უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უკრაინულ ჯარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემები სჭირდება. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის არმიამ დრონებისგან დაცვის ეფექტიანობის ამაღლება შეძლო.

აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების საექსპორტო ლიცენზიების დამტკიცების შესახებ.

განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, შუმერი აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავები “საშინელ ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, იწვევენ ადამიანების სიკვდილს ან დასახიჩრებას.” სენატორის თქმით, ისრაელში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ბოლო ვიზიტის დროს, მან და მისმა კოლეგებმა ზეწოლა მოახდინეს ისრაელის მთავრობაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას უპილოტო ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც.
გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.

ბელგია უკრაინას „ვოლვოს“ ფირმის 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს. როგორც გამოცემა De Standaart-ი წერს, საერთო ჯამში, ბელგიის არმიას შეიარაღებაში აქვს 400 სამხედრო სატვირთო მანქანა, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილია ამწეებით და ევაკუატორებით.

მათ ბელგიის არმია 1990-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, ხოლო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის აპირებს ახალი სამხედრო სატვირთო მანქანების შეძენას. უკრაინისათვის დახმარების პაკეტში ასევე შედის საწყობებში არსებული სათადარიგო ნაწილები.
სატვირთო მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, უკრაინულ მხარესთან გაიმართა კონსულტაციები გაიმართა.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მჭიდრო კონსულტაციები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში. უკრაინელებს არაფერი არ მიეწოდებათ ისეთი, რასაც თავად არ ითხოვენ. მათი ქვედანაყოფები ელოდებიან ამ სატვირთო მანქანებს, რადგან ომის დროს ლოგისტიკა იარაღზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა წყარომ გამოცემა De Standaard-თან საუბარში.
მანქანების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას გაიგზავნება. ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხშირად აქცენტი კიევისთვის იარაღით დახმარებაზე კეთდება, მაგრამ ლოგისტიკა თანაბრად მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა ამისა, უკრაინელ სამხედროებს არ დასჭირდებათ სწავლება ამ მანქანების ექსპლუატაციისთვის.

ცნობილია, რომ “ვოლვოს” მანქანები შედარებით მარტივია შესაკეთებლად და შესანარჩუნებლად. უკრაინელ მექანიკოსებს და ტექნიკოსებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგი მანქანების შესანარჩუნებლად ან ძირითადი რემონტის ჩასატარებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button