რეგიონისიახლეები

ნიჟნი-ნოვგოროდში დაშავებულთა ოდენობა 116-მდე გაიზარდა

რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 116 ადამიანია. ,,რია ნოვოსტის” ინფორმაციით, საავადმყოფოში ამ დრომდე, 17 ადამიანი რჩება, ერთი მათგანის მდგომარეობა, მძიმეა.

ორი აფეთქება ქალაქ ძერჟინსკიში მდებარე ტროტილის საამქროში 1 ივნისს მოხდა, რის შემდეგაც, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების შედეგად გამოწვეული საფრთხის გამო, ინციდენტის ადგილთან ახლოს, სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღება გახდა საჭირო. 

https://www.instagram.com/p/ByK2Y8xALUn/?utm_source=ig_web_copy_link

აფეთქებების შედეგად, ქალაქში მდებარე ასამდე სკოლისა და ბაღის შენობა დაზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button