მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„სად არის ქალაქის მერი?“- ვატო წერეთელი

ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი, ვატო წერეთელი მიმართავს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და უსვამს კითხვას, როდესაც ქვეყანაში არის ამდენი საპროტესტო აქცია, სად იმყოფება ამ დროს იგი.

„მე მიკვირს, ამდენი პროტესტია ქვეყანაში, სად არის ქალაქის მერი? სად არის? ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამო გადადო ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ მოუწევს მისი პრეზენტაციის გადადება და არ უტყდება? არ რცხვენია? აი, მოდიან ხომ ადამიანები? ერთი პროტესტი, ორი პროტესტი, სამი პროტესტი! ქალაქის მერი ხომ არის? ხომ უნდა იბრძოლოს, რომ ქალაქის მერი კიდევ გახდეს, არ უტყდება? არ რცხვენია?,- ამბობს წერეთელი

„ტვ პირველის“ დირექტორი აგრეთვე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ქმედებას:

ბევრი რამე მინახავს, მაგრამ გინახავს ადამიანი, რომელიც კედელ-კედელ დადის, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ დაუსვას? კედელ-კედელ ნასიარულები ადამიანები ბევრი მინახია ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ პრემიერი რომ ხარ და კედელ-კედელ რომ დადიხარ, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ დაგისვას, მე ვფიქრობ, რომ ასეთ პრემიერს არც შენ, არც მე და არც ქვეყანა არ იმსახურებს,- აღნიშნა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button