მნიშვნელოვანისიახლეები

“სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას-პრეზიდენტმა მმართველ პარტიას მიმართა

ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის მიმდინარეობის დროს, საქართველოს მთავრობამ სხდომათა დარბაზი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას მმართველ პარტიას მიმართა და ჰკითხა: “სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს?” სხდომას, დეპუტატებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პრეზიდენტმა 2012 წლიდან დღემდე მოვლენები გაიხსენა და “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ მან ნელ-ნელა დაიწყო “ფერისცვალება”.

“2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა.
2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია.
2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო.
2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“.
2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა.
ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა.
ამიტომ არ შემიძლია ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება”.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ასევე პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები, რომელიც დაჩქარებულად მიიღეს, მხოლოდ “ძალაუფლების გამყარებას” ემსახურებოდა:

“სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას”.

სალომე ზურაბშვილმა მის სიტყვაში, ასევე თქვა რომ ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა “ჩიხშია შესული” და ქართულ ოცნებას უთხრა, რომ მათ “არ გაურღვევიათ ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ და რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას”.

პრეზიდენტი, ასევე შეეხო “ქართული ოცნებიდან” “განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანების” გასვლას და თქვა, რომ მმართველ პარტიაში უკვე აღარ ისმის ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს:

“დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე”.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ბოლო წლებში გადადგმული “გაუგებარი ნაბიჯებით” უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს:

“2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის [შარლ მიშელის] შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე.

არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ”.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის მიმდინარეობის დროს, პარალელურად საქართველოს მთავრობამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს “ქართული ოცნება” გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია. პრეზიდენტის თქმით, პარალელურად სახელმწიფო ინსტიტუტებს გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button