მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„სად გაგონილა 3 თვე გავიდა, დადონ საბოლოო დასკვნა”-ლექსო ლაშქარავას დედა

სახელმწიფო ინსპექტორის ხმაურიან დასკვნას, გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედა გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას მისი შვილის დისკრედიტაცია სურდა ვიდეოკადრების გავრცელებით.

ლაშქარავას დედა, თინა კახიძე ითხოვს ექსპერტიზის დასკვნას, რადგან მისი შვილის გარდაცვალებიდან 3 თვის თავზე დასკვნა ისევ უცნობია.

“მოკვდა შვილი, მარტო ვარ, ვნახე ჩემი შვილი მკვდარი. ჩემს ჭკუაზე არ ვარ და 2 საათში იპარავენ, ძაღლს არ მოიპარავენ, როგორ მოიპარეს ჩემი შვილი, ცხრად მოკეცილი. აღარ შემიძლია ამას რომ ვიგონებ. მერე საღამოს, თურმე ხალხი რომ არ შეკრებილიყო გამოაქვეყნეს ასეთი არაადამიანური. მე, როგორც დედას რა გამიკეთეს, დედები არ ჰყავთ იმათ? რა გამიკეთეს? რაც მაგათ გამიკეთეს ღმერთმა გადაუხადოთ. სად გაგონილა 3 თვე გავიდა, დადონ საბოლოო დასკვნა”,- ამბობს თინა კახიძე.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და 2 ათასი ლარით დაჯარიმდა. 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულებაც, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები ამოიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button