მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სად იფლანგება თბილისის ბიუჯეტის ფული

დედაქალაქის მერმა თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე იერიშის მისატანად, პიარ ტექნოლოგების არმია გააქტიურა, რომლის სათავეში თავად კახა კალაძე დგას. საინტერესოა ის ფინანსური რესურსი, რომელიც 55-კაციან გუნდზე იხარჯება. მხოლოდ წელს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს შენახვა მერს 5 მილიონი დაუჯდა.

სააგენტოს ბიუჯეტი, წლების განმავლობაში, ელვის სისწრაფით, დაარსებისდროინდელ დაფინანსებასთან შედარებით, ორნახევარჯერ გაიზარდა. მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. დაარსებიდან დღემდე კი, ინფორმაციის გავრცელებისთვის, კალაძემ 11 მილიონი დახარჯა.

მოისმინეთ “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარის, სალომე კვირიკაშვილის ხმა, რომელიც “მთავარმა არხმა” ჩაწერა.

“რადიო თავისუფლების” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, დედაქალაქის მერის 55-კაციან პიარ ჯგუფში 17 შტატიანი და 38 შტატგარეშე თანამშრომელია. მათ შორის, 23 პიარმენეჯერი, ოთხი პრესოფიცერი, სამი ოპერატორი, ორი ფოტოგრაფი, სამი მძღოლი, ლაივ ადმინისტრატორი, სოც. მედია ჯგუფის მენეჯერი, პროდიუსერი, რედაქტორი, დიზაინერი და სხვა პირები. კახა კალაძის მიერ, სოციალური ქსელის დასპონსორებისთვის გასულ წელს დახარჯული თანხა კი, ათობით მეეზოვის წლიურ ანაზღაურებას უდრის.

მოისმინეთ “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარის, სალომე კვირიკაშვილის ხმა, რომელიც “მთავარმა არხმა” ჩაწერა.

პიარ ჯგუფის თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადის ხელფასი 5 000 ლარია, ყველაზე დაბალანაზღაურებადის, – 1000 ლარი. მხოლოდ 2020 წლის პირველ ხუთ თვეში, სააგენტოს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბოლო კვლევის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალბიუჯეტიანი პიარსამსახურების ათეულში, თბილისის მერია მეოთხე ადგილს იკავებს.

მკვლევარები კალაძის პიარში დახარჯულ ბოლო თანხას სწორედ ახლა ითვლიან. “რადიო თავისუფლების” მიერ გამოთხოვილ დოკუმენტში ჩანს, რომ მხოლოდ 2019 წელს და მხოლოდ აქტივობების დარეკლამებაზე, თბილისის მერიამ ფეისბუქში 170 ათასი ლარი დახარჯა. თუმცა, მედიის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ტენდენცია დღითიდღე მზარდია.

დედაქალაქის მერიაში 55-კაციანმა პიარ არმიამ აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო. პირველ სერიაში კახა კალაძე მთავარ წამყვანად მოგვევლინა. როდის იქნება მეორე რაუნდი, უცნობია, თუმცა თბილისის მერი თვლის, რომ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პირადად უნდა დაუპირისპირდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button