მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სად შეიზღუდება დროებით სატრანსპორტო გადაადგილება

ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის,რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ასევე 2021 წლის 8 ივლისის 00:00სთ-დან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მდებარე საავტომობილო გვირაბებშიც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი-ის საავტომობილო გზაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button