“სამსახურიდან პოლიტიკური კუთხით გამათავისუფლეს”

“ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ლაგოდეხში სუსი-ს ხელმძვანელმა კახა კევლიშვილმა და გამგებელმა კახა ჯამბურიამ ერთობლივად მიიღეს”- ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” კულტურის ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა, ლელა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან მისი გათავისუფლების ინტერესი თავად კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა აკაკი მჭედლიშვილმა დაუდასტურა. მაჭარაშვილის თქმით, “ბოლო სამი წლის მანძილზე, მის წიინაღმდეგ პერმანენტულად მიმდინარეობდა ზეწოლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური კუთვნილება და შეხედულებები ხელისუფლებას არ მოსწონდა”.

მისივე თქმით, გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მის მეუღლეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მიხეილ კაკალაშვილს ადგილობრივი თვითმმათველობა ქალაქში შენობების ფასადებზე პოლიტიკური შინაარსის წარწერების გაკეთებას [“მიშა მოდი- ქოცებო გვშია”] აბრალებს.

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, აკაკი მჭედლიშვილის თქმით, ლელა მაჭარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მასში “სუსი”-ს ხელმძღვანელის რაიმე სახით ჩარევას უარყოფს.

მჭედლიშვილი ამბობს, რომ მეგარდერობეს შტატი სამსახურში გაუქმდა, რადგან მისი აუცილებლობა არ არსებობდა. ლელა მაჭარაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს „სუსი“-ს ხელმძღვანელი, კახა კევლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლელა მაჭარაშვილი ლაგოდეხის კულტურის ცენტრის მონაცემებით იქ 2004 წლიდან მუშაობდა. ის “ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ კაკალაშვილის ძმის ცოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button