„ბიგ-ბენის“ რესტავრაცია 45 მილიონი დოლარი დაჯდება

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საფინანსო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლონდონის ცნობილი “ბიგ-ბენის” საათი 4 თვით, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის უნდა გაჩერდეს, – გვაცნობებს ბრიტანული გაზეთი The Guardian.

უესტმინსტერის სასახლის კოშკის საათის შეკეთება 29 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 45 მილიონი დოლარი დაჯდება.
The Guardian-ის ინფორმაციით, საათი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ შეიძლება თვითონ გაჩერდეს.

სპეციალისტების ვარაუდით, საათის მექანიზმის შეკეთება უახლოეს 2-3 წელიწადში უნდა დაიწყოს. ინსპექციამ ლითონის ისრების ეროზია, სახურავის ბზარები და კონსტრუქციის სხვა ხინჯები დააფიქსირა.

სრულ რესტავრაციას 4 თვე დასჭირდება და საათის ოთხი ციფერბლატი სათითაოდ შეკეთდება.

„ბიგ-ბენს“ ბოლო რესტავრაცია 1976 წელს ჩაუტარდა და ცხრათვიანი სარემონტო სამუშაოების განმავლობაში, საათი 26 დღით გააჩერეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button