სადემონსტრაციო დღე ლაგოდეხში, სოფელ განათლებაში
14 სექტემბერს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ორგანიზაცია “HEKS/EPER” შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “MOLI კახეთში” ფარგლებში აწყობს სადემონსტრაციო დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განათლებაში.
ღონისძიების ფარგლებში დაათვალიერებენ სიმინდის ნათესებს. როგორც “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნესტან მერმანიშვილმა განუცხადა, “ღონისძიებას დაესწრებიან ნაკვეთის მოწყობაში მონაწილე მხარეები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ფერმერები”.
მოუსმიენთ ნესტან მერმანიშვილის ხმას ►