საქართველოსიახლეები
სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე) სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის მორეცხვის სამუშაოებს, 100-მდე თანამშრომელი სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით ანხორციელებს.
გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.