მნიშვნელოვანირეგიონი

შეხვედრა მედიის თავისუფლების შესახებ

ჟურნალისტებზე თავდასხმებსა და მედიის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავებზე ისაუბრეს დღეს,თელავში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”.
შეხვედრა მედიის თავისუფლების შესახებ, „ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის“ პარტნიორობითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, ჟურნალისტებს მედია თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობისა და მათი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ სისხლის სამართლის საქმეები და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ასევე, მედიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებით არსებული დავების შემთხვევები. ამის გარდა, მონაწილეებს გავუზიარეთ რჩევები, რა უნდა მოიმოქმედონ, თუკი გახდნენ უფლებადარღვევის მსხვერპლნი,“- განაცხადა მარიკაშვილმა.

საქართველოში მედიის წინააღმდეგ, ცილისწამების სარჩელით, რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს.
ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს ჟურნალისტებზე 90-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა.

მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარა და ძალადობა კი, შიშს იწვევს ჟურნალისტებში და ბევრი მათგანი საკუთარი პროფესიული იდენტობის წაშლას ცდილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button