სადღესასწაულო დღეებში მეტრო და საბაგირო გზა მოქალაქეებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

სადღესასწაულო დღეებში მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წლის ღამეს 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე, მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

ასევე მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით -„რიყე-ნარიყალა“ და კუს ტბის საბაგიროთი 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:09 საათამდე.

დავით ნარმანიამ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა.

მსგავსი პოსტები

Back to top button