“საძოვრები კოოპერატივებს იჯარით გადაეცემა”

მთავრობა “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათიბი საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამას”იწყებს.

კანონპროექტის მიხედვით, რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები კოოპერატივებს 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ. პროექტი პრემიერის დავალებით სოფლის მეურნების სამინისტრომ მომაზადა.

როგორც მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, პროექტის მიხედვით 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც შეიქმნება შემდგომი 2 წლის განმავლობაში.

“კოოპერატივებში მინიმუმ 200 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაერთიანდება. საძოვრები კოოპერატივებს გადაეცემა 25 წლიანი იჯარით, 15 ლარად ჰექტარზე”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button