საეჭვო ამანათის გამო მერკელის უწყება ალყაში მოაქციეს

პოლიციამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის უწყება ალყაში უცნაური ამანათის გამო მოაქცია, რომელიც 4 პლასტიკური ყუთისგან შედგებოდა, – იუწყება Reuters.

სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად, სამართალდამცველები საეჭვო საგანას სწავლობენ.

“უცნობი საგანი დილის 8.30 პატრულირების დროს აღმოაჩინეს. ვინაიდან, მერკელის უწყება განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება, საეჭვო ნივთის შემოწმება დაუყოვნებლივ დაიწყეს”, – გამნარტა ფედერალური პოლიციის წარმომადგენელმა.

იმ მომენტში თავად კანცლერი იმყოფებოდა თუ არა შენობაში, ჯერჯერობით უცნობია. დღეს უწყებაში მიმდინარე წლის პირველი სამთავრობო სხდომა უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button