მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“აღარ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა”

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი”. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოს და გარკვეული შეზღუდვები დარჩება.

“პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა რაციონალურად და ძალიან ფრთხილად, ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, როგორი იქნება მსოფლიო კოვიდის შემდეგ. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი. თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა იქნება ის პერიოდი, რომელიც დაზუსტებით არ ვიცით. ამიტომ, მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადის და სხვა ის მოთხოვნები, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მაინც დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა და ხვალ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. ამ პირობებში მოქალაქეებს რიგი კონსტიტუციური უფლებები აქვთ შეზღუდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button