მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.საგანგებო მდგომარეობა იერუსალიმისკენ ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის შემდეგ გამოცხადდა.
„მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას”.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ბოლო დღეებია გაიზარდა.