მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საელჩო თურქეთში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთის რესაპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80, – წერს საელჩო.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. გარდაცვლილთაგან შვიდი ადამიანი მანავგათის დასახლებაში დაიღუპა, ერთი კი – მარმარისში.

მსგავსი პოსტები

Back to top button