მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა.

საქართველომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეზღუდვები 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება, ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის აეროპორტებს შორის.

შეზღუდვა არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსის და დორტმუნდის აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზეც.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ რეგულარულ ავიამომოსვლაზე ყველა შეზღუდვა თებერვლიდან გაუქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button