ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შემცირებულია

აგვისტო-სექტემბრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ოქტომბერში შემცირებულია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით რეზერვები თითქმის 118 მლნ დოლარით 3.96 მლრდ დოლარამდე შემცირდა, ზრდაა წლიურ ჭრილში 182 მლნ დოლარით.

მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.47 მლრდ-ია.

პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 333 მლნ დოლარი აქვს გაყიდული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button