მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საეჭვო ავტომობილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში

ახალი გარემოებები და დამატებითი კითხვები გიორგი შაქარაშვილის საქმეში…

ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრი” ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერით ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება გურამ ამირხანაშვილის სამალავ ფერად შენობასთან მდგარ “ტოიოტა ქამრის” მეორე ავტომობილი, რომელსაც ავარიული სიგნალი აქვს ჩართული. ავტომანქანა, რომლის მარკა და მოდელი მანძილის სიშორის გამო გაურკვეველია, “ტოიოტასთან” დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში დგას.

ვახო სანაია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ავტომობილი, შესაძლოა, “მერსედესის” მარკის ის მანქანა იყოს, რომელიც ახალგაზრდების ჩხუბში ფიგურირებს და რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველად მივიდა. წამყვანის ვარაუდით, ასევე შესაძლოა, რომ კადრში ჩანდეს სრულიად სხვა მანქანა, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.

ჟურნალისტი ასევე სვამს კითხვას, ვინ იყვნენ ქვეითად მყოფი ის ადამიანები, რომლებიც გიორგი ქათამაძემ ხიდზე შენიშნა და რომლებიც ავტოსამრეცხაოსთან დამაგრებულ კამერაში აღარ ჩანან? ჩაუხვიეს თუ არა მათ ხიდის ქვემოთ მიმავალ გზაზე?

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button