მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

საეჭვო შტაბი ლილოში – ემზადება თუ არა ოცნება არჩევნების გასაყალბებლად

ლილოს ბაზრობაზე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შტაბში, რომელიც გუშინ გაიხსნა, დიდი რაოდენობით ქაღალდები შეიტანეს.

როგორც რადიო ჰერეთს ბაზრობის თანამშრომლები უყვებიან, შტაბი ერთ-ერთ საწყობში, გუშინ განთავსდა და თეთრი მინები ქაღალდებით დაიფარა.

“აქამდე აქ შტაბი არ ყოფილა, ახლა ამბობენ, სოზარ სუბარის შტაბია და ამომრჩევლებს ვახსენებთ, ხვალ რომ არჩევნებიაო. მაგიდები და სკამებიც კი გუშინ შეიტანეს და უამრავი ყუთი იყო ქაღალდებით სავსე. კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში, მგონი ბიულეტენებია და არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან. ყოველ შემთხვევაში აქ ხალხი ასე ამბობს”, – აცხადებენ ლილოს ბაზრობის თანამშრომლები.

თუ რატომ იქნა შერჩეული კონკრეტულად ლილოს ბაზრობა, ჰერეთის კითხვაზე, ბაზრის თანამშრომლები პასუხობენ, რომ დირექცია ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს და ჟურნალისტების შემოღწევის შანსიც ნაკლებია.

რადიო ჰერეთი ინფორმაციის გადასამოწებლად, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, სოზარ სუბარს დაუკავშირდა, რომელმაც პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახური თავის მხრივ, გარკვევას დაგვპირდა. განმეორებით ზარზე კი დამატებით დრო ითხოვა.

ჩვენ ვესაუბრეთ ლელა გაბეჩავას “ოცნების” პრესსამსახურის ხელმძღვანელს.რადიო ჰერეთი პარტიის პოზიციას, მიღებისთანავე შეგატობინებთ. 

მსგავსი პოსტები

Back to top button