მნიშვნელოვანირეგიონი

მასიური ქურდობა კახეთში

ყვარლის მუნიციპლიტეტში სახლების მასობრივი ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სოფელ შილდაში, შვიდი დაკეტილი საცხოვრებელი სახლი გატეხეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ავეჯი და ალკოჰოლური სასმელები.
შილდაში ჰყვებიან, რომ დაუდგენელი პირები ძირითადად იმ სახლებში შედიან, რომლებიც დაკეტილია და მფლობელები საზღვარგარეთ არიან წასულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით, მხოლოდ ერთი სახლის გაქურდვის ფაქტზეა დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button