საქართველოსიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა 5 პირი დაკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ირწმუნებიან, რომ თაღლითობის სამი ფაქტი გამოავლინეს.

დაკავებულია ხუთი პირი. გამოძიება ამბობს, რომ თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 დოლარს.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button