მნიშვნელოვანი

„საგამოცდო ცენტრების დახურვაზე, ძალიან დეტალური განმარტება უნდა გაკეთდეს“ – მარიამ გერსამია

ნაციონალური მოძრაობის განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას თქმით, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში საგამოცდო ცენტრების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მისთვის გასაგები არგუმენტაცია მოისმინა, თუმცა პრობლემად რჩება ადგილობრივ პედაგოგებთან და აბიტურიენტებთან კომუნიკაციის ნაკლებობა.

როგორც მარიამ გერსამიამ რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, მსგავსი საკითხების დისტანციურად გავრცელება სწორი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ, დაინტერესებულ მხარეებს პირადად გააცნონ ცვლილების მიზეზები და უკმაყოფილო მოსახლეობის არგუმენტაციაც მოისმინონ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი სასწავლებლები არ არის, ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდება. ცვლილებას ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში მცხოვრები მასწავლებლების, მშობლებისა და აბიტურიენტების პროტესტი მოჰყვა.

მოისმინეთ მარიამ გერსამიას ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button