მნიშვნელოვანისიახლეები

საგანგებო ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში

ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა:

რატომ შეირჩა გორის ჰოსპიტალი – იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე განმარტებას აკეთებს.

“იმიტომ რომ ეს არის ადგილი, როგორც მისი ჯანმრთელობა, ასევე, მისი უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული,” – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შემდეგ გადაიყვანენ რუსთავის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – მესამე პრეზიდენტმა გუშინ გონება დაკარგა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

რატი ბრეგაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button