საქართველოსიახლეები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 შემთხვევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით, 139 პირი დააჯარიმეს.

შსს ასევე, ოფიციალურ დეტალურ სტატისტიკასაც ავრცელებს, რომლის მიხედვით, პოლიციამ, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს. ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის, კიდევ 35 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, — ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 15 000 ლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button