შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

კერძოდ: 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა, ასევე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button