საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი

ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 74 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი, – 5 მოქალაქე. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე სანქცია კიდევ 1 პირს დააკისრეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button