საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.

მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 28 დღეში 17 025 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს.

ჯამში 5 639 ჯარიმიდან ყველაზე მეტი 2 567, კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოიწერა. ავტომანქანით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 1 669 და სოციალური დისტანციისა და შეკრების წესის დარღვევისთვის 1 310. იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯამში 70 ადამიანს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი, 14 ფიზიკურ პირს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეკონომიკური საქმიანობისთვის დაჯარიმდა 9 იურიდიული პირიც.

მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დააჯამა.

მსგავსი პოსტები

Back to top button