მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საგანგებო ზომები კორონავირუსით გარდაცვლილის დასაკრძალად

ქალაქ ბათუმის მედალფას კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ, წარმოშობით ვაკიჯვრელ 74 წლის ქალბატონს დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, სპეციალური ეკიპირებით, პოლიციის თანხლებით კრძალავენ.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ვაკიჯვრის თემიდან, ბაჩანა ნიჟარაძემ აცნობა.

მისივე განცხადებით, “პოლიცია უზრუნველყოფს, რომ დაკრძალვას არავინ დაესწროს და თუკი ვინმე ცხედარს ახლავს, მას კონტაქტი ადგილობრივებთან არ ჰქონდეს”.

გარდაცვლილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკა “მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.

“მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვრჩინა. ის ქობულეთის კლასტერიდან იყო. 70 წლის ზევით ასაკისაა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი”, – განაცხადა ანთაძემ.

ცნობისათვის, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button