საქართველოსიახლეები

საგანგებო ზომების დარღვევის 106 ახალი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 106 პირი დაჯარიმეს.

უწყების ცნობით, 21 აპრილის 21:00 საათიდან 22 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდატის საათის დარღვევისთვის 54 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 2 მოქალაქე დაჯარიმდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის, – 50.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button