რეგიონი

” საგარეჯო არ იყიდება რუბლზე”, ” საგარეჯო რუსული ძალების გარეშე”-აქცია საგარეჯოში

” საგარეჯო არ იყიდება რუბლზე”, ” საგარეჯო რუსული ძალების გარეშე”- ამ წუთებში, საგარეჯოს ცენტრში, აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები საგარეჯოში ოფისის დახურვას ითხოვენ და ცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მუნიციპალიტეტში რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების არსებობას.

აქციის მონაწილეების ბრალდებას, კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები არ პასუხობენ.

ოფისი საგარეჯოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ ოფიციალურად გაიხსნა.

მანამდე პარტიამ ოფისები ლაგოდეხში, თელავში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში გახსნა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button