მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საგარეჯოს მერიის თანამშრომლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, კორონა ვირუსი დაუდასტურდათ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ- 19 , მერიის ორი სამსახურის უფროსს დაუდგინდა.
ამ მიზეზით, სამსახურების დანარჩენი მოხელეები, გრაფიკით მუშაობაზე გადავიდნენ.

ერთი კვირის წინ, კორონა ვირუსით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დაინფიცირდა.
ექიმების განმარტებით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.

დღეს, 3 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კოვიდ- 19 – ის, 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთლინად რეგიონში, კორონავირუსი 104 მოქალაქეს დაუდასტურდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, ინფიცირებულების რიცხვმა 4 400-ს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button