მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოსა და ახმეტის 5 ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

კახეთის 5 საბავშო ბაღში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამომები აღმოაჩინა, საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000-1000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა განაცხადა, სოფელ კაკაბეთისა და დიდი ჩაილურის, სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვ. ალვანის საბავშვო ბაღებში სავენტილაციო სისტემები იყო გაუმართავი.

“სამზარეულოებში აღინიშნებოდა კედლებისა და ჭერის დაზიანება, მათზე ობის წარმოქმნა და ჭერიდან ნაწილაკების ცვენა”,- განაცხადა ახალმოსულიშვილმა.

ბაღებში სწავლა მას შემდეგ განახლდება, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი დაღვევები გამოსწორდება.

ანალოგიური მიზეზით დაახლოებით 10 დღის წინ ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს გურჯაანშიც, თუმცა ბაღებმა მუშაობა უკვე განაახლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button