მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში 23 წლის ბიჭს ხე დაეცა და გარდაიცვალა.

საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ პატარძეულის ტყეში, 23 წლის ახალგაზრდას ხე დაეცა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი, მეგობარებს ტყეში დასახმარებლად გაჰყვა.

” დიდი ტრაგედია მოხდა. დასახმარებლად გაჰყვა ტყეში ახლობლებს, ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ უშველეს, მძიმე ტრავმები ჰქონდა და გარდაიცვალა. მძიმე დანაკლისია სოფლისთვის. უწესიერესი ახალგაზრდა იყო, სულ შრომობდა” – ამბობენ პატარძეულში.

კახეთში შეშის დამზადების სეზონი დაიწყო და მოსახლეობა შეშას ზამთრისათვის იმარაგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button