კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. რადიო ჰერეთის ინფორმავიით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

კონფლიქტის ერთ- ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში მიაყენა.დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120- ე მუხლით დაიწყო,რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button