“საგარეჯოში ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ამ დროისთვის 30-მდე დარღვევა დაფიქსირდა.

ორგანიზაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

“გადასატანი ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button