კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საგარეჯოში, ავარიის შედეგად, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოსთან, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ იორმუღანლოში, ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა და გზის მეორე მხარეს გადასვლა, სავარაუდოდ, სამსახურში წასასვლელად დასჭირდა.
ავტომანქანის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო.