კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა , თევზჭერის მეურნეობის ერთ- ერთი მფლობელის, 43 წლის დავით აზარიაშვილის დაჭრაში ბრალდებული პირი აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აზარიაშვილს რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი, მკურნალობას საგარეჯოს ჰოსპიტალში აგრძელებს.

შემთხვევა, საგარეჯოში 30 მაისს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button