კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი, სავარაუდო დამნაშავის, აწ უკვე გარდაცვლილის განსაცდელში მიტოვებისათვის დასჯას ითხოვს.

56 წლის მამაკაცის ცხედარს, სოფელ კაკაბეთში, ერთდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილს თანასოფლელის ტრაქტორი დაეჯახა.
გარდაცვლილის ქალიშვილის, ლალი პავლიაშვილის განმარტებით, სავარაუდო დამნაშავე მამამისთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა.

” მამაჩემის ცხედარი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვეძებდით და ბოლოს მივაგენით. არ ვფიქრობთ, რომ განზრახ დაეჯახა, არც კონფლიქტი ჰქონიათ ერთმანეთთან, არც სუფრასთან არაფერი მომხდარა
ჩვენ იმას ვდაობთ, რომ განსაცდელში მიატოვა არაკაცურად და ცხოველებს დაუგდო. არ ვიცი გადარჩებოდა თუ არა, მაგრამ ასეთი საქციელი წარმოუდგენელია”- განაცხადა პავლიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც შეჯახების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, იდენტიფიცირებულია.

სავარაუდო დამნაშავე, ბრალს აღიარებს, სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button